LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen 100 მილიონიან აეროდინამიურ მილს ხსნის

46

გერმანული საავტომობილო კონცერნი Volkswagen ცოტა ხნის წინ იუწყებოდა, რომ მის საკუთრებაში ყველა ბრენდი ერთად 2020 წლისთვის 50 ახალ ავტომობილს გამოუშვებს, ხოლო მათი აეროდინამიკის შემოწმება ახალ გვირაბში მოხდება. მილი ვოლფსბურგში ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია, რომ აეროდინამიური მილის აშენებას 100 მილიონ ევროზე მეტი დასჭირდა. ევროპული საავტომობილო გამოცემების ინფორმაციით, ახალი გვირაბის ფართობი 80 000 კვადრატული მეტრია. სპეციალური მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა ავტომობილის აეროდინამიურ წინააღმდეგობას სულ რაღაც 20 წუთში განსაზღვრავს, ეს კი მაშინ, როდესაც ხელით გამოსათვლელად რამდენიმე დღეა საჭირო. ჰაერის ნაკადის სისწრაფე Volkswagen-ის გვირაბში 250კმ/სთ-ს შეადგენს, ხოლო სპეციალური მოწყობილობებით შესაძლებელია ექსტრემალური ტემპერატურების გენერირებაც – მინუს 30 გრადუსიდან პლიუს 60 გრადუს ცელსიუსამდე.

გამომგონებლები აღნიშნავენ, რომ ახალი გვირაბი თანამედროვე ავტოინდუსტრიაში ყველაზე სწრაფი და ჩუმია. 160 კმ/სთ სიჩქარეზე ვენტილატორი მხოლოდ 60 დეციბელს აგენერირებს, რაც საშუალო ხმაზე ტელევიზორის მუშაობას უდრის.

https://www.youtube.com/watch?v=rNyGQEt7VN4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები