LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 Volkswagen-ი დრეზდენის ქარხანას აჩერებს

104
1730995538804

კომპანია Volkswagen-ი  დრეზდენში მდებარე თავის ქარხანაში მანქანების წარმოებას შეწყვეტს. ავტომწარმოებლის 88 წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა გერმანული ქარხანა იხურება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

საწარმოო ხაზის დახურვა იმ ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვია, რომელშიც ავტომწამროებელი ბოლო პერიოდში აღმოჩნდა. შექმნილი ვითარება დიდწილად გამოწვეულია:  ჩინეთში სუსტი გაყიდვებით, ევროპაში მოთხოვნის შემცირებით, ასევე აშშ-ის ტარიფებით, რომლებიც ამერიკაში გაყიდვებზე ახდენს გავლენას.

Volkswagen-ს სირთულეები შეექმნა მომავალი 5 წლის განმავლობაში საინვესტიციო ბიუჯეტის განაწილებასთან დაკავშირებითაც და საუბარი 160 მილიარდ ევროზეა. საქმე ისაა, რომ ბენზინის ძრავით დაკომპლექტებული მანქანების აღსასრული იმაზე ნელა დგება, ვიდრე კომპანია ვარაუდობდა.

ავტომწარმოებლის ფინანსურ დირექტორს არნო ატლიცს 2025 წლის ბოლოსთვის დადებითი პროგნოზები აქვს, თუმცა ანალიტიკოსები განსხვავებულ აზრზე არიან. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები