ახალი ეკო-ნორმები Volkswagen-ს 1,5 მილიარდი ევრო დაუჯდება. ევროკავშირი წელს გამონაბოლქვთან დაკავშირებით ბევრად უფრო მკაცრ მოთხოვნებს შემოიღებს და Volkswagen მათ არ შეესაბამება. ფინანსურ კრიზისში აღმოჩენილი ავტომწარმოებლის დანაკარგი დაახლოებით 1,5 მილიარდი ევრო იქნება, თანაც ეს მხოლოდ წელს. ასეთ დასკვნამდე კომპანიის ინვესტორებთან კომუნიკაციის განყოფილება მივიდა. სპეციალისტებმა გაითვალისწინეს მაღალი ჯარიმები და შემოსავლის შემცირება, რაც მეტი ელექტროქარის გაყიდვის აუცილებლობას უკავშირდება.
ევროკავშირის ახალი ნორმების მიხედვით, კომპანიის მიერ გაყიდული ავტომობილების 22% აუცილებლად ელექტრონული უნდა იყოს. ავტომწარმოებელთა ევროპული ასოციაციის ინფორმაციით, ამ მაჩვენებლამდე ჯერ ძალიან შორსაა, რადგან 2024 წელს „მწვანე“ მანქანების წილმა 13% შეადგინა.
სწორედ ამიტომ იგეგმება მთელი ავტო ინდუსტრიის დაჯარიმება და საუბარი საერთო ჯამში 15 მილიარდ ევროზეა.