Volkswagen თანამშრომლებს დამსახურებული წლებისთვის ბონუსებს აღარ გადაუხდის. ფინანსურ კრიზისში აღმოჩენილი ავტო გიგანტი ეკონომიის სტრატეგიის ფარგლებში კიდევ ერთ ნაკლებად პოპულარულ ზომას მიმართავს. Volkswagen-ი აპირებს, რომ კომპანიაში ხანგრძლივი მუშაობის სტაჟისთვის ბონუსები გააუქმოს. ტაბლოიდების ინფორმაციით, უახლოს მომავალში ასეთი პრემია 10 ათასამდე განსაკუთრებით ლოიალურ თანამშრომელს უნდა მიეღო.
მოქმედი კონტრაქტით, კომპანიაში 25 წლიანი სამსახურის შემდეგ თანამშრომლები ყოველთვიურად დამატებით 1,45 ათას ევროს იღებენ, ხოლო იმ დასაქმებულებს რომლებსაც 35 წლიანი გამოცდილება აქვთ, 2,90 ათასით უფრო მეტი შემოსავალი აქვთ.
კონცერნის საბჭოს ინფორმაციით, მრგვალ თარიღს უახლოს მომავალში კიდევ 6 ათასი თანამშრომელი მიაღწევს. დაახლოებით 2 ათასი 25 წლიან იუბილეს აღნიშნავს, 4 ათასი კი – 35 წლიანს. მათმა ნაწილმა დაპირებული თანხის მიღება შესაძლოა მოასწროს კიდეც.