LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ის ახალი სედანი მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვის დამზადდება

47

ჟენევის ავტოშოუს გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, კომპანია Volkswagen-მა ახალი ავტომობილის Phideon-ის პრეზენტაცია მოაწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის პრეზენტაცია ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ ავტოსალონში მოხდა, მისი შეძენა ნებისმიერი მსურველისთვის არ იქნება შესაძლებელი. დიდი და სოლიდური სედანი მხოლოდ და მხოლოდ ჩინეთის ავტობაზრისთვის არის განკუთვნილი.

ჩინურ ბაზარზე Volkswagen Phideon ჩაანაცვლებს უკვე დაბერებულ Phaeton-ს, რომელიც კომპანიის ხაზში ჯერ კიდევ 2002 წელს გამოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ Phaeton-ის გაყიდვებმა არც თუ ისე დიდი შემოსავალი მოუტანა კომპანიას ევროპის მასშტაბით, რასაც ვერ ვიტყვით ჩინეთზე, სადაც Phaeton-ის გაყიდვები კოლოსალურ ციფრებს აღწევს. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ახალი ავტომობილი Phideon მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვის დამზადდება.

ახალი სედანი, რომლის სიგრძეც 5,05 მეტრია Audi A6-ის მოდერნიზებულ პლატფორმაზე დამზადდა. Phideon-ის კაპოტქვეშ 300 ცხენის ძალიანი, ტურბინიანი V6 ტიპის 3,0 ლიტრიანი ძრავია მოთავსებული. აგრეთვე ავტომობილს ექნება პნევმური დაკიდების სისტემა.

რაც შეეხება ევროპას, რამდენიმე წელიწადში კვლავაც დაბრუნდება განახლებული Phaeton, მიუხედავად მისი წარუმატებელი დებიუტისა, Vokswagen არ აპირებს ამ მოდელის ჩაგდებას. თუმცა, ამ ეტაპზე ”ფაეტონის” დამზადება დროებით შეჩერებულია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები