LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ის ათასობით თანამშრომელი გაფიცვას აპირებს

106
Volkswagen-ის ათასობით თანამშრომელი გაფიცვას აპირებს

მასობრივი გაფიცვა Volkswagen-ის პარალიზებას გამოიწვევს. 9 ქარხნის თანამშრომლები მრავალ საათიანი გაფიცვისთვის ემზადებიან. ხელფასების შემცირების და რამდენიმე გერმანული ქარხნის დახურვის გეგმის გამო ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვა, რაც კონვეიერს გააჩერებს და ისედაც რთულ სიტუაციაში აღმოჩენილ Volkswagen-ს კიდევ უფრო დაუმძიმებს მდგომარეობას.

აქტივისტები გამოვლენ გერმანიის რამდენიმე ქალაქში და ქუჩებსაც გადაკეტავენ.

პროფკავშირი იმუქრება, რომ გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, სანამ ხელმძღვანელობასთან შეთანხმების მიღწევა არ მოხერხდება.

შეგახსენებთ, რომ Volkswagen 3 წელში 10 მილიარდით ნაკლების დახარჯვას გეგმავს, სხვა შემთხვევაში კომპანია ეკონომიკური კრიზისიდან ვერასდროს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები