LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ის ავტომობილების მულტიმედიას თამაშები დაემატება

138
Volkswagen-ის ავტომობილების მულტიმედიას თამაშები დაემატება

ახალ Volkswagen-ებში ამიერიდან ვიდეო თამაშების ფუნქცია დაემატება. Volkswagen-ის ავტომობილების მეპატრონეები შეძლებენ სმარტფონების დახმარებით მრავალფეროვანი თამაშები ითამაშონ. გერმანულმა კონცერნმა სათამაშო პლატფორმა AirConsole-თან გააფორმა ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომოყვარულებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ჟანრის 130-მდე თამაში.

სათამაშო პლატფორმასთან დასაკავშირებლად, Volkswagen-ის მეპატრონეებს სისტემასთან სინქრონიზაცია სმარტოფინით დასჭირდებათ. ამისათვის მულტიმედიის ეკრანზე QR-კოდი გამოჩნდება და ინსტურქცია საკმაოდ მარტივია.

აღსანიშნავია, რომ მოძრაობის დროს ოფცია ხელმისაწვდომი არ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები