LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ის დიდი კროსოვერების მფლობელებს წინ მგზავრის დასმა აუკრძალეს

113
volkswagen

ათასობით Volkswagen Atlas-ის მფლობელს წინ მგზავრის დასმა აუკრძალეს. უკან გამოწვევის კამპანია შეეხება 143 ათას დიდ ყველგანმავალს, რომლებსაც აშშ-ს მიღმა Teramont-ის სახელით იცნობენ. სერვისში მისვლა 2018-2021 წლის სამოდელო წლის კროსოვერებს მოუწევთ.

რაც შეეხება გაუმართაობას – წინა სავარძელში მგზავრის აღმოჩენის სისტემის დეფექტია, რომელიც ელექტრონიკის არევამ გამოიწვია. შედეგად უსაფრთხოების ბალიშმა შეიძლება არ იმუშაოს იმ შემთხვევაშიც, როცა სავარძელში ადამიანია მოკალათებული. რაც ბუნებრივია, ავტო საგზაო შემთხვევისას ტრავმების მიღების რისკს ზრდის.

Volkswagen-ში განაცხადეს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობენ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის ბოლოსთვის იქნება მხოლოდ ცნობილი. მანამდე კი Atlas-ის მფლობელებს სთხოვენ, რომ წინა სავარძელი თავისუფალი დატოვონ.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არც ერთი ავარიის და მგზავრის დაშავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები