LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ის ხელმძღვანელმა კომპანიას ეკონომიისკენ მოუწოდა

122
volkswagen

Volkswagen-ის ხელმძღვანელმა კომპანიის სერიოზულ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა. ონლაინ-შეხვედრა ერთი საათი გრძელდებოდა და მასში მონაწილეობა კონცერნის 2 ათასზე მეტმა ტოპ-მენეჯერმა მიიღო, ტომას შეფარდმა ისინი მძიმე დროების მოახლოების შესახებ გააფრთხილა. კომპანია სხვადასხვა სფეროში ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, ამის გამო ახლა ყველაფერი რისკის ქვეშ აღმოჩნდა. შეფარდმა მმართველებს მკაცრი ეკონომიისკენ მოუწოდა, რამაც კომპანიას მომავალი 3 წლის განმავლობაში 10 მილიარდი ევროს დაზოგვის საშუალება უნდა მისცეს.

Volkswagen-ის ახალი ფინანსური სტრატეგია ეფექტურობის გაზრდას და სახსრების დაზოგვას გულისხმობს. შეფარდის აზრით, ფულის ფლანგვა ზედმეტად ნელ და მოუქნელ შიდა პროცესებს უკავშირდება. ამჟამინდელი ავტო ბიზნესი ზედმეტად არაჯანსაღია და კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მეტი მონდომებაა საჭირო.

Volkswagen-მა ისევე როგორც სხვა ავტომწარმოებლებმა ფსონი ელექტროქარებზე დადო, თუმცა მილიარდიანი ინვესტიციის ამოღებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს. აღმოჩნდა, რომ ბაზარი არ არის მზად ტრადიციულ აგრეგატზე საბოლოო უარი თქვა და „მწვანე“ ალტერნატივა აირჩიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები