Volkswagen Jetta-მ სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა. 608 ძალის მქონე სედანმა ბონევილის ტბასთან 338,2 კმ/სთ-ის განვითარება შეძლო. რაც იმას ნიშნავს, რომ სპორტქარმა მარილის ტბის წინა რეკორდი 2,7 კმ/სთ-ით გააუმჯობესა. რეკორდული სვლისთვის ავტომობილი კალიფორნიულმა ატელიე THR Manufacturing-მა მოამზადა. Jetta სერიული მოდელის ბაზაზეა აწყობილი და მან 2 ლიტრის მოცულობის ტურბო ძრავი მიიღო. აგრეგატი 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად ფუნქციონირებს. გარდა განახლებული ძრავისა, ავტომობილმა დამატებითი უსაფრთხოების სისტემა, ხანძრის საწინააღმდეგო სისტემა, სარბოლო სავარძლები და ორი დამამუხრუჭებელი პარაშუტიც მიიღო.
შეგახსენებთ, რომ Volkswagen-მა რეკორდი ცოტა ხნის წინაც დაამყარა, როცა I.D.R-მა „პაიქს პიკის“ ტრასა 57,148 წამში გაიარა.