LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა 2024 წელს გაყიდვების ვარდნაზე ისაუბრა

105
Volkswagen-მა 2024 წელს გაყიდვების ვარდნაზე ისაუბრა

Voolkswagen AG-ის გაყიდვები 2024 წელს 2,3%-ით დაეცა. წლის შეჯამებით ბრენდების ჯგუფმა, რომელთა სიაშიცაა – Volkswagen, ასევე Skoda, Seat, Audi, Bentley, Lamborghini, Porsche, MAN და Scania მთელი მსოფლიოს მასშტაბით 9,03 მილიონი ავტომობილი გაყიდეს. ეს 210 ათასით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლის წინანდელი მაჩვენებელი. ყველაზე შესამჩნევად მოთხოვნა დაეცა აზიურ-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ჩინელი კონკურენტებისგან ზეწოლა სწრაფად იზრდება.

დასავლეთ ევროპაში ავტომობილების მიწოდება 0,4%-ით შემცირდა. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 1,7%-ით გაიზარდა, 512 ათასამდე. ჩრდილოეთ ამერიკაში – 6,4%-ით და 1,06 მილიონი შეადგინა.

ყველაზე შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკაში – 14,7%-იანი და 594 ათასი მანქანა შეადგინა. კერძოს 18,2%-ით გაიზარდა გაყიდვები ბრაზილიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები