LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა აშშ-ში Atlas-ის მასშტაბური სარეკლამო კამპანია ჩაუშვა (ვიდეო)

56

გერმანულმა ბრენდმა Volkswagen-მა ახალი ქროსოვერის Atlas-ის სარეკლამო კამპანია ჩაუშვა. რგოლების სერიამ სახელწოდება Amerika მიიღო. კამპანიის მიზანი ახალი სრულზომიანი SUV-ის ყველაზე ძლიერი მხარეების წარმოჩენაა.

სარეკლამო სერია რვა რგოლისგან შედგება და მათგან ყველაზე გრძელი 90 წამიანია. Volkswagen-ი ქროსოვერის ღირსებებიდან სრული ამძრავის სისტემას 4MOTION-ს, პანორამულ სახურავს, ახალ ინტერფეისსა და სხვა დეტალებს გამოყოფს.

Volkswagen-ის ამერიკული ოფისის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინეი შაჰანიმ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ახალი შვიდ ადგილიანი ქროსოვერი Atlas-ი ამერიკული ოჯახების სურვილის გათვალისწინებით შეიქმნა. სარეკლამო რგოლების დემოსტრაცია ინტერნეტში, ტელეარხებსა და კინოთეატრებში მოხდება. Volkswagen Atlas-ის წარმოება ტენესის შტატში, ფოლკსვაგენის ქარხანაში დაიწყო, სადაც ასევე Passat-ი იწყობა.

https://www.youtube.com/watch?list=PLLuRvZsEbnsHcHoXYm_oIBDbLsErmMywf&v=Y_xicLnHdps

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები