LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა დიზელზე მომუშავე ძრავების პრობლემა მოაგვარა

71

გერმანულმა კონცერნმა Volkswagen ევროპას დიზელზე მომუშავე ძრავების პრობლემის მოგვარების ხერხი გააცნო. პირველი ეტაპისთვის ეს შეეხო TDi სერიის EA 189 ძრავებს, რომელთა სიმძლავრეც 1,6 და 2,0 ლიტრია.

როგორც ირკვევა, 1.6 TDI ძრავს ჰაერის გადამუშავების პრობლემა ჰქონდა, რომელიც გამოწვეული იყო ჰაერის ფილტრიდან შემშვებში ანუ ”დროსელში” შემავალი მილის დეფექტის გამო. შესაბამისად, სპეციალურად ამ ძრავისთვის კომპანიამ შეიმუშავა ახალი მილი, რომელიც ჰაერის ე.წ დაჩიკს უფრო სწორ ინფორმაციას მიაწვდის, ხოლო ძრავს აალების პროცესს გაუადვილებს, რაც გამოიწვევს არასახარბიელო ნაერთების მაქსიმალურად უსაფრთხო გამოდინებას.

 

Dzravi

 

რაც შეეხება 2.0 ლიტრიან ძრავებს, ის ამ მოწყობილობას გადაურჩება და მხოლოდ სამართავი სოფტ-ბლოკის შეცვლით შემოიფარგლება. ძრავების განახლების სამუშაოები 2016 წელს აიღებს სტარტს.

თუმცა, Volkswagen-ის პრობლემები ამით არ სრულდება: მოსაგვარებელი რჩება 1,2, 1,8, და 3,0 ლიტრიანი ძრავების პრობლემაც. როგორც კომპანიაში აცხადებენ, Volkswagen  ”გადარჩენის რეცეპტს” ნოემბრის ბოლოს წარადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები