გერმანულმა კომპანიამ Volkswagen წარმოებიდან Phaeton-ის ამოღების შესახებ გვამცნო. ავტომობილის უკანასკნელი მოდელი დამზადების პროცესშია და ის კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე პატარა ქარხანაში იწყობა, რომელიც დრეზდენში მდებარეობს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, Phaeton-ის წარმოება 2016 წლის მარტიდან შეწყდება. ამის მიზეზი კი, ავტომობილის მცირე ტირაჟით გაყიდვები გახლავთ. ”სამწუხაროა, რომ ამ ავტომობილიმა ვერ გაუწია კონკურენცია Audi A8-ს, თუმცა, ჩვენ არ გვსურდა ამ მოდელზე მუშაობა შეგვეწყვიტა.” – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი. შეგახსენებთ, რომ ფაეტონის საბაზრო ღირებულება 90 ათასი ევროა, ხოლო Audi A8-ს მაქსიმალური ფასი 81 ათას ევროს შეადგენს.
გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ Phaeton-ის დამზადების შემდეგ, დრეზდენში არსებული ქარხანა ერთი წლით დაიხურება და ჩაუტარდება რეკონსტრუქცია, რომლის შემდეგაც ამავე ქარხანაში დაიწყება ჯერჯერობით უცნობი, ახალი მოდელის აწყობა. მისივე თქმით, სავარაუდოდ ახალი მოდელი მზად 2019-2020 წლისთვის ჩაეშვება წარმოებაში და სავარაუდოდ ჰიბრიდული იქნება.