LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა ფარებს ხატვა ასწავლა

113

გერმანულმა ავტომწარმოებელმა მომავლის განათების პროტოტიპი წარმოადგინა. ინოვაციური სისტემის დამსახურებით ფარებს გზაზე სხვადასხვა სიმბოლოს გამოსახვა შეუძლიათ, რაც მძღოლს საშუალებას მისცემს რომ სხვა ავტომობილებს გამაფრთხილებელი სიგნალი მისცეს. ე.წ. LED-ფარები 30 ათასზე მეტი პიქსელის ნაწილაკისგანაა შექმნილი და მას ავტომობილის გაბარიტების გამოყოფა ან მოსალოდნელი წინაღობის აღნიშვნა შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ტექნოლოგია წლის დასაწყისში „მერსედესმაც“ წარმოადგინა. მის ახალ ფარებს გზაზე სხვადასხვა სიმბოლოების – სიჩქარის შემზღუდველი ნიშნების, საგზაო სამუშაოების ზონების და წინ მიმავალ ავტომობილამდე მანძილის გამოსახვა ევალებოდათ. ხოლო, თუ როდის გაჩნდება განათების ახალი სისტემა სერიულ ავტომობილებზე – ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები