LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა შექმნა ჭკვიანი საათი, რომელიც ავტოპილოტით მგზავრობას კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის

132
volkswagen

Volkswagen-ის ჭკვიანი საათი ავტოპილოტით მგზავრობას ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის. გერმანულმა კომპანიამ ნახევრად ავტონომიური ავტომობილების მფლობელებისთვის ახალი მოწყობილობა დააპატენტა. საათი ბევრ ფაქტორს გაითვალისწინებს და ზუსტად ეტყვის მძღოლს, თუ როდის უნდა ჩაერთოს ის ავტომობილის მართვაში. მოწყობილობა ადამიანსა და ელექტრონიკას შორის ურთიერთობას გაამარტივებს და საშიში სიტუაციების წარმოქმნასაც შეუშლის ხელს, სჯერათ Volkswagen-ში.

სმარტ-საათის გადამცემების საშუალებით ზუსტად განისაზღვრება მძღოლის ხელის მდებარეობა და საათი მას ჩარევის აუცილებლობის შესახებაც დროულად აფრთხილებს. თანამედროვე ავტომობილებში, რომელიც ავტოპილოტით იმართება, ამ ფუნქციას კამერები ასრულებენ, Volkswagen ირწმუნება რომ საათი ბევრად უფრო სრულყოფილი გადაწყვეტილებაა.

ახალი საათი მრავალი ფუნქციით იქნება აღჭურვილი და მისი დაპროგრამება კონკრეტულ მოძრაობის სცენარსა და კონკრეტულ მძღოლზე იქნება შესაძლებელი. მოწყობილობა გაითვალისწინებს განსხვავებულ სიჩქარეებს და რეაქციებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები