LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა თითქმის „მინიატურული“ კროსოვერი შექმნა

86

კომპანია Volkswagen-მა წარმოადგინა ახალი მოდელი, რომელსაც სახელად T-Cross ეწოდა. სიახლე გერმანული ბრენდის ხაზში ყველაზე პატარა ყველგანმავალია. T-Cross-ის გაბარიტული სიგრძე 4,11 მეტრია, ანუ ავტომობილი ჰეტჩბეკ Polo-ზე 54 მმ-ით უფრო გრძელი, ხოლო T-Roc-ზე 12 სმ-ით უფრო მოკლე გამოვიდა. რაც შეეხება საბურავების ბაზას, მისი ზომა 2563 მილიმეტრია, რაც „ტიგუანაზე“ 114 მილიმეტრით უფრო პატარაა. ეს კი იმას ნიშნავს, T-Cross დაახლოებით Nissan Juke-ის ზომის იქნება, რაც კროსოვერისთვის რეკორდულად მცირე ზომაა. რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს, მოდელს ორი სამცილინდრიანი ბენზინის ტურბოძრავი აქვს და ისინი 95 და 115 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. ხოლო, რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ის ავტომობილის ვერსიაზეა დამოკიდებული და 5 ან 6 საფეხურიანი „მექანიკაა“. და ბოლოს, ავტომობილის ღირებულება გერმანულ ბაზარზე 17,9 ათასი ევროდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები