LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen R ძვირადღირებული და ძალიან მძლავრი ელექტროქარების ბრენდად გადაიქცა

116
volkswagen

Volkswagen R მძლავრი ელექტროქარების ცალკე ბრენდად გადაიქცევა. დანაყოფი R არსებობიდან 22 წლის შემდეგ დამოუკიდებელ კომპანიად იწყებს ფუნქციონირებას და მაღალი განმავლობის მანქანებს გამოუშვებს. ზაფხულში მისთვის პირად პავილიონს გახსნიან, რომელიც 100 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ამ ტერიტორიაზე სიახლეების საჩვენებელი ზონა და სიმულაციური მართვისთვის განკუთვნილი ადგილი მოეწყობა.

დანაყოფი R თავიდან სპორტული მოდელების გამოშვებით იყო დაკავებული. ის პირველივე წლებიდან დამოუკიდებლად მუშაობდა, 2020 წლიდან კი volkswagen-ისგან კიდევ უფრო დისტანცირდა.

Volkswagen R-ს საქმეები ძალიან კარგად მისდის: გასულ წელს 35 ათასზე მეტი R-მოდელი გაიყიდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. მთელი არსებობის განმავლობაში დანაყოფმა 300 ათასი მანქანის რეალიზება მოასწრო.

ამასობაში volkswagen სრული ელექტროფიკაციის გზას ადგას, თუმცა შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებზე უარი ჯერ არ უთქვამს: ზაფხულში ფლაგმანი ჰეტჩბეკის Golf R-ის პრემიერაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები