LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen შიდა წვის ძრავაზე „ელექტრომობილის“ ბიუჯეტის მესამედს დახარჯავს

106
Volkswagen შიდა წვის ძრავაზე „ელექტრომობილის“ ბიუჯეტის მესამედს დახარჯავს

Volkswagen „ელექტრომობილის“ ბიუჯეტის მესამედს შიდა წვის ძრავაზე დახარჯავს. კონცერნის ფინანსურმა დირექტორმა არნო ანტლიცმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ელემენტიანი“ მოდელებისთვის გათვლილი 180 მილიარდ ევროიანი ბიუჯეტიდან 60 მილიარდი შიდა წვის ძრავის განვითარებას მოხმარდება. მიზეზი მარტივია: Volkswagen შიდა წვის ძრავებით შოულობს ფულს და მათი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

დირექტორმა ასეთი ფრაზა თქვა: „მომავალი ელექტრონულია, თუმცა წარსული ჯერ კიდევ არ დასრულებულა“. Volkswagen ტოტალური ელექტროფიკაციის რწმენას აგრძელებს, თუმცა მსგავსი მოდელების პერსპექტივას რეალურად აფასებს და ახლო მომავლისთვის ფინანსურად მომგებიანი არჩევანის გაკეთებას ამჯობინებს. ამ დროისთვის ელექტრომობილები Volkswagen Group-ის ევროპაში გაყიდვების 22%-ს შეადგენს, ხოლო სხვა ბაზრებზე მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები