LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen Touareg-ის პირველი ჯაშუშური ფოტოები გავრცელდა

93

გამოცემა Motor 1-ი Volkswagen Touareg-ის ახალი თაობის ჯაშუშურ ფოტოებს ავრცელებს.

გერმანული კომპანიის მკაცრად გასაიდუმლოებული ახალი ქროსოვერის ფოტოები, როგორც ჩანს, რამდენიმე გამოცემისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ფოტოებზე ასახულია მოდელის საგზაო ვერსიის ტესტირებისას გადაღებული რამდენიმე გამოსახულება.

ახალი მოდელი გადაწყვეტილია კონცეპტ-ქარის T-Prime GTE-ის სტილში, რომელიც პეკინის ავტოსალონზე ჯერ კიდევ აპრილში გამოჩნდა. პროტოტიპის სიგრძე 5069 მილიმეტრს შეადგენს. მონაცემების მიხედვით, Tuareg-ი შოუ-ქარზე 6 სმ-ით პატარა იქნება.

ახალი მოდელი MLB-ის პლატფორმაზე იქნება აგებული. Tuareg-ი აღჭურვილი იქნება 380 ცხენის ძალის სიმძლავრიანი ტურბო-ძრავით, რომლის ტევადობაც 2 ლიტრს შეადგენს. რვასიჩქარიანი ავტომატი და ბატარეა, რომლის ენერგონიკაც 14.1 კილოვატ/საათს შეადგენს, ახალი ლამაზმანის ნამდვილი ღირსებებად შეიძლება ჩაითვალოს.

Volkswagen Touareg-ის ახალი თაობის გამოსვლა 2016 წლის ბოლოს ან 2017 წლის დასაწყისში იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები