Volkswagen ეკონომიისთვის ჩინეთში თანამშრომლებს შეამცირებს. ხარჯების კორექტირების სტრატეგიის ფარგლებში Volkswagen Group ასობით მუშას გამოემშვიდობება, რათა შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობა მოაგვაროს. ევროპული პრესის ინფორმაციით, შემცირებაში მოჰყვებიან ის გერმანელებიც, რომლებიც ჩინეთში სამუშაოდ ჰყავდათ ჩაყვანილი.
ჩინეთში დაწყებული ოპტიმიზაცია 2026 წლისთვის ხარჯების მინიმალიზაციას მოიტანს, ყოველ შემთხვევაში პროექტის ავტორებს ამის სჯერათ.
მიზეზი კი გახდა ჩინეთში გაყიდვების ვარდნა, რაც იმ ფაქტითაა გამოწვეული რომ Volkswagen-მა ადგილობრივ მწარმოებლებთან კონკურენციას ვერ გაუძლო. გაყიდვები 2024 წლის პირველ ნაწილთან შედარებით 7,4%-ით დაეცა და 2019 წელთან შედარებით მეოთხედით.