კომპანია Volvo-მ საბავშვო სატერფულიანი ავტომობილი წარმოადგინა, რომელიც 166 ევრო ღირს. ავტომობილს მწარმოებელი ”ისტორიაში Volvo-ს ყველაზე პატარა კუპედ” მოიხსენიებს. სათამაშო Volvo-ს საიტზე უკვე იყიდება.
ავტომობილი სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, აქვს შუქდიოდური ფარები, რომელიც დიზაინით S90-ს წააგავს, მოდელი აღჭურვუილი ხმოვანი სიგნალით და დისკებით. დახატული სპიდომეტრი კი 120 კილომეტრ/საათ სიჩქარეზე მიუთითებს.
სათამაშო Volvo-სთვის მხოლოდ ერთი ფერი – ვერცხლისფერია ხელმისაწვდომი. თუმცა არის ავტომობილის სხვა ვარიანტიც, რომელიც ფორთოხლისფერშია გადაწყვეტილი და ძარაზე მისაწებებლები აქვს დატანებული – ზუსტად ისეთი, როგორსაც ქრაშ-ტესტების ჩატარებისას ნამდვილ მოდელებზე იყენებენ.