LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo-მ ბავშვს ყველაზე დიდი სათამაშო ყუთი მიუტანა

51

კომპანია Volvo-მ ამერიკაში სამი წლის ბავშვს მსოფლიოში ყველაზე დიდი სათამაშოს ყუთი – ნამდვილი სატვირთო მიუტანა. „სათამაშოს“ შეფუთვა გინესის რეკორდების წიგნში დაფიქსირდა, როგორც ”ყველაზე მასშტაბური ისტორიაში”.

პატარა ბიჭუნას სახლთან, რომელიც სატვირთო ავტომობილებით არის გატაცებული, 24 მეტრის სიგრძის ყუთი დადგეს. მასში სატვირთო Volvo VNL 760 თავისი მისაბმელით იყო განთავსებული. ახალგაზრდა სატვირთოების მოყვარულმა სალონში ასვლა მოახერხა, მძღოლების დასვენების ზონაში მულტფილმებს უყურა და ჩამონტაჟებული მაცივრიდან წვენიც მიირთვა.

იმისათვის, რომ მიღწევა გინესის რეკორდების წიგში შესულიყო, ყუთს სატვირთო მთლიანად უნდა დაეფარა, ამასთან ერთ ადამიანს რაიმე ინსტრუმენტისა და სხვების დახმარების გარეშე უნდა გაეხსნა. კიდევ, სატვირთოს შეფუთვა ისე უნდა დაეტოვებინა, რომ არ დაენგრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები