LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo ოკეანის დაბინძურებას ებრძვის

192

Volvo ოკეანის დაბინძურებასთან საბრძოლველად 300 ათას ევროს გამოყოფს. შვედურმა ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ V90 CROSS Country-ის მოდელების გაყიდვით შემოსული თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროს. შესაბამისად, ლიმიტირებული სერიის მყიდველები მსოფლიო ოკეანის შენარჩუნებაში თავის წვლილს შეიტანენ. უფრო ზუსტად კი, Volvo მზადაა, თითოეული ავტომობილის ღირებულებიდან 100 ევრო სამეცნიერო პროგრამის ფონდში გადარიცხოს.

აღსანიშნავია, რომ V90 Cross Country Volvo სერია 3 ათასს ავტომობილს გააერთიანებს და ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქველმოქმედებისთვის 300 000 ევრო გადაირიცხება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები