Volvo-ს ავტომობილებს კენგურუს ცნობას ასწავლიან. შვედურმა ავტომწარმოებელმა, რომელიც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებითაა ცნობილი, გადაწყვიტა, რომ ავტომობილები კიდევ უფრო უსაფრთხო გახადოს და კენგურუებთან დაკავშირებული ინციდენტების რაოდენობა შეამციროს. ამისათვის ავსტრალიაში სპეციალისტთა გუნდია გაგზავნილი და ისინი ამჟამად ჩანთოსანთა ქცევას სწავლობენ. შემდეგ კი ტექნოლოგიებს სწორედ მათ ქცევას მოარგებენ. საქმე ისაა, რომ როცა კენგურუ ხტება, სისტემა ფიქრობს, რომ ის შორსაა, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის და ავარიის მიზეზი ხშირად სწორედ ეს ხდება.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში მომხდარი ავარიების 90%-ში კენგურუები მონაწილეობენ.