LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo-ს მოდელებში ადამიანები სერიოზულ ტრავმებს აღარ მიიღებენ

27

ევროპულმა ორგანიზაცია Euro NCAP-მ Volvo-ს ორი ახალი მოდელის სედან S90-სა და უნივერსალ V90-ის ქრაშ-ტესტების შედეგები გამოაქვეყნა. ორივე ავტომობილმა საბაზო კომპლექტაციაში არსებული თანამედროვე უსაფრთხოების სისტემების გამო უმაღლესი შეფასება მიიღო.

City Safety-ის ნაკრები მოძრაობის, ქვეითებისა და ველოსიპედისტების მაკონტროლებელ სისტემასა და ექსტრემალური დამუხრუჭების ფუნქციას აერთიანებს.

XC90-ის ტესტირებას Euro NCAP-მ პირველად დაუწერა უმაღლესი ქულა Autonomous Emergency Braking-ის სისტემას, რაც სხვა ავტომობილთან გვერდითი შეჯახების აღმოფხვრას ითვალისწინებს. S90-სა და V90-ს საუკეთესო შეფასება მიანიჭეს, ასევე ქვეითთან მოსალოდნელი შეჯახების აღკვეთის ფუნქციასაც.

Autonomous Emergency Braking-ი კომისიამ სამი სცენარის მიხედვით გატესტა. პირველ ორ შემთხვევაში სპეციალისტებმა ქვეითის მარჯვენა და მარცხენა მხრიდან გამოჩენის იმიტირება გააკეთეს, მესამე შემთხვევაში კი დაპარკინგებული ავტომობილებიდან ბავშვის გამორბენის სცენა გამოსცადეს

სედან S90-ს შვედურმა კომპანიამ დამატებითი ფუნქცია – მსხვილი ცხოველების აღმოჩენა დაუმატა. Volvo-ს გეგმის მიხედვით, 2020 წლისთვის მის ავტომობილებში ადამიანები სერიოზულ ტრამვებს აღარ მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები