LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლვო – შეუსრულებელი მისია

108
volvo

1972 წელს ”ვოლვოს” ერთმა ინჟინერმა 6-ცილინდრიანი ძრავის მქონე სედანის წინა და კომბის უკანა ნახევარი შეაერთა . ”ვოლვოში” ეს იდეა არ მოეწონათ. არადა, რამდენიმე წლის შემდეგ ევროპა სწორედ კომბი-კლასმა მოიცვა

ფრედრიკ ნიბალდი და მისი Volvo 165 – ეს არაღიარებული იდეის ისტორიაა. ”ისეთი განცდა მქონდა, რომ მისია მქონდა დაკისრებული და თუ მას ვერ შევასრულებდი, მთელი ცხოვრება დავიტანჯებოდი, – აცხადებს ნიბალდი და დასძენს, – ჩემი მისია ამ ავტომობილის გადარჩენა იყო!”

ეს ავტომობილია ”ვოლვო”, რომელიც ფაქტობრივად ორი ”ვოლვოა”. წინა მხარეს მაღალი კლასის სედანი 6-ცილინდრიანი 

ძრავით, უკან კი საშუალო კლასის კომბი, რომელსაც 4-ცილინდრიანი აგრეგატი ჰქონდა. 1972 წელს ფრედრიკმა ეს ორი მანქანა ხელით შეაერთა.

ნამუშევრის ავტორი შვედი ავტოჟურნალისტი და ოლდთაიმერების ენთუზიასტი გახლდათ, რომელმაც უყურადღებოდ არცერთი დეტალი არ დატოვა. შესაბამისად, ავტომობილის გადარჩენის პირველი მცდელობები, რა თქმა უნდა, გაზეთის ფურცლებზეა აღნუსხული. ნიბალდმა დავიწყებული მანქანის ფოტოები ოლთაიმერების განცხადებების გვერდზე აღმოაჩინა – ეს გახლდათ მდიდრული სედანი 164. ”მდიდრული კომბის იდეა მაშინვე მომეწონა, – იხსენებს ფრედრიკი, – და აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ ისე კარგად იყო გაკეთებული, როგორც 

სერიული ავტომობილი. ამ მანქანას ისე ვუყურებდი, როგორც ”ვოლვოს” მიერ ხელიდან გაშვებულ შანსს.”

ავტომობილი შეიქმნა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ”მერსედესი” თავის T-Modell-ს გამოუშვებდა და კომფორტული კომბების კლასს ევროპაში დაამკვიდრებდა. თანაც, ”მერსედესმა” ეს იდეა სწორედ ”ვოლვოს” ინჟინერისგან აიტაცა. ეს გახლდათ ერთი შეხედვით მარტივად განხორციელებული იდეა: სედან 164-ისა (6-ცილინდრიანი ძრავით) და კომბი 145-ის (4-ცილინდრიანით) შერწყმა. რაკი ორივეს ერთი პლატფორმა ჰქონდა, საქმე არ გართულებულა. მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელებმა ვერ გარისკეს – მათ შეეშინდათ, რომ მდიდრული კომბი თავად 164-ის იმიჯს შელახავდა…

ახლო წარსულში ნიბალდმა ამ მანქანის პოვნა გადაწყვიტა და პრინციპში, არ გასჭირვებია, რადგან შვედეთში კონკრეტული ავტომობილის პოვნა ძნელი არ არის: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოძებნოს ნებისმიერი ავტომობილის მფლობელი, რომელიც შვედეთშია რეგისტრირებული. ნიბალდმა სასურველ ეგზემპლარს სტოკჰოლმიდან 180 კილომეტრში მიაგნო. თურმე, მფლობელი სამი თვის წინ გარდაცვლილიყო. ”მანქანა სულ მტვერში იყო, თუმცა ეს ფაქტი მას კიდევ უფრო ალამაზებდა,” – ამბობს ნიბალდი.

თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შთამომავალს მანქანის გაყიდვა არ უნდოდა. ჩვენი გმირი კი მაინც არ დანებდა და რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ ერთხელ გააგზავნა მოთხოვნა ამ მანქანის მფლობელის მოსაძებნად და ნახეთ: ავტომობილს უკვე ახალი მფლობელი ჰყავდა. ნიბალდს სხვა აღარაფერი დარჩენოდა, თუ არა ახალი მფლობელისთვის მილოცვა და მასთან უბრალოდ კავშირის შენარჩუნება. გავიდა კიდევ ორი წელი და ავტომობილმა კაპიტულაცია გამოაცხადა, რამაც ნიბალდს ახალი შანსი მისცა. მართალია, მანქანა დადიოდა, მაგრამ უკვე ძალიან შელახული იყო და ხეირიანი რესტავრირებისთვის დიდი ფული სჭირდებოდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ნიბალდმა სასურველი მანქანა ხელში ჩაიგდო და მის რესტავრაციას დაახლოებით 30 000 ევრო დაახარჯა.

შესრულებულია თუ არა მისია? ”ამ მანქანასთან ერთად გამოვიარე და გამოვცადე ყველაფერი, რისი გამოცდაც მინდოდა,” – ამბობს ნიბალდი. ასე რომ, მისია შესრულებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები