Volvo-მ პირობა დადო, რომ 2026 წლისთვის 10 სიახლეს წარადგენს. ეს იქნება როგორც არსებული მოდელების განახლებული ვერსიები, ასევე სრულიად ახალი ავტომობილები, მათ შორის სრულად ელექტრონული სედანი ES90. მართალია, Volvo-მ უარი თქვა 2030 წლისთვის სრულ ელექტროფიკაციაზე, თუმცა ელექტრონული მოდელების გამოშვებაზე საბოლოო უარი ნამდვილად არ უთქვამს.
ყველა ხსენებული სიახლე ბაზარზე 2026 წლიდან გამოვა და volvo მათ რეალიზებას ძირითადად აშშ-ში გეგმავს.
განახლებები იგეგმება ჰიბრიდების ხაზშიც: ბაზარზე გამოვა პლატფორმა PSA1-ის ბაზაზე აგებული რამდენიმე ავტომობილი, რომელიც გაზრდილ სვლის მარაგსაც მიიღებს.