LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვულვის კრაუროზი

117
ვულვის კრაუროზი

ვულვის კრაუროზი კანის კიბოა, რომელიც ქალის სასქესო ორგანოების ირგვლივ არეში ვითარდება. კიბო შესაძლოა ვლინდებოდეს წარმონაქმნის, ქავანა ადგილის ან წყლულის სახით, რომელიც არ ხორცდება; ქირურგიულად კვეთენ მთლიანად ვულვას, მის ნაწილს ან სხვა დაზიანებულ კერებს; აღდგენითი ქირურგიის დახმარებით, უმჯობესდება ფუნქცია და გარეგნული სახე. ვულვის სიმსივნე, ჩვეულებრივ, მენოპაუზის შემდეგ ვლინდება. დიაგნოზის საშუალო ასაკი 70 წელია. 

ვულვის კიბოს განვითარების რისკი იზრდება შემდეგ შემთხვევებში: უფროსი ასაკი, ვულვის ქსოვილის კიბოსწინარე ცვლილებები, სკლეროზული ლიქენი, რომელიც იწვევს ვულვის მუდმივ ქავილს და ნაწიბუროვან ცვლილებას, ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია, საშვილოსნოს ყელის კიბო, დიდი რაოდენობით თამბაქოს მოხმარება. ვულვის არეში თეთრი, ყავისფერი ან წითელი ლაქები შესაძლოა კიბოსწინა მდგომარეობაზე მიუთითებდეს. ვულვის კიბო იწვევს უჩვეულო კვანძის ან ბრტყელი, მოწითალო წყლულების წარმოქმნას, რომლებიც დათვალიერებითაც მოჩანს და შეიგრძნობა და არ ხორცდება. ვულვის კიბო მსუბუქ დისკომფორტს იწვევს, თუმცა ხშირია ქავილის შეგრძნება. საბოლოოდ, კვანძი ან წყლული სისხლმდენი ხდება ან იწვევს წყლისებრ გამონადენს. 

თუ ვულვის კიბო ადრეულ სტადიაზე ვლინდება და მკურნალობაც ტარდება, დიაგნოზის დასმიდან 5 წლის შემდეგ, 4 ქალიდან 3-ს კიბოს ნიშნები აღარ აქვს. კიბოს სახეობისა და გავრცელების მიხედვით, ქირურგიული გზით კვეთენ მთლიანად ვულვას ან მის ნაწილს. ასევე იკვეთება ახლომდებარე ლიმფური კვანძები. ადრეული სტადიის დროს, სავსებით საკმარისია ამგვარი მკურნალობის ჩატარება. კიბოს ამოკვეთის შემდეგ, შეიძლება ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა ვულვისა და სხვა დაზიანებული არეების აღსადგენად. ამგვარი ქირურგიული ჩარევა აუმჯობესებს ფუნქციას და გარეგნულ სახეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები