„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო სეზონის წინ დაშავდა და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
34 წლის ფეხბურთელმა ინსტაგრამზე ვარჯიშის ვიდეო დადო: კრიშტიანო კარში ურტყამს, დარბის და დრიბლინგზე მუშაობს.
„ვმუშაობ აღდგენაზე განსაკუთრებულ სპარინგ-პარტნიორთან“ – დაწერა რონალდომ, რომელთანაც მისი უფროსი შვილი, 9 წლის კრიშტიანო-უმცროსი ვარჯიშობს.
View this post on InstagramWorking hard on my recovery with a special training partner!!??
A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano) on
სერია ა 24 აგვისტოს იღებს სტარტს, „იუვენტუსი“ მოქმედი ჩემპიონია და პირველი მატჩი „პარმასთან“ უწევს.