LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

VW-ის ფურგონი Porsche 911-ის ძრავით გასაყიდად გაიტანეს

34

გერმანელი დილერი, CAR special, რომელიც ექსკლუზიური ავტომობილების გაყიდვაზე სპეციალიზრდება, სამგზავრო ფურგონს Volkswagen SpaceCamper TH5 ყიდის. ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ ფურგონს Porsche 911 Turbo-ს ძრავი აქვს, რომლის მოცულობაც 3,6 ლიტრია და 480 ცხენის ძალას ავითარებს. ფურგონის მაქსიმალური სიჩქარე 270 კილომეტრ/საათია. ავტომობილის ფასი კი 139 800  ევროა.

ავტომობილის აწყობაზე გერმანულმა ფირმა TH Automobile-მა იზრუნა.

2013 წელს მინივენმა კემპერბს შორის სისწრაფის რეკორდი იტალიურ ნარდოს ავტოდრომზე დაამყარა – მა 270,9 კმ/საათი განავითარა.

SpaceCamper TH5 სრულიად ფუნქციონალური კემპერია.

მასში არის სამზარეულო, დასაკეცი მაგიდა, ოთხი საძინებელი ადგილი, ნიჟარა, ყავის აპარატი და გადასაშლელი სახურავი აქვს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები