LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

VW-მა წუნდებული დიზელის ძრავიანი ავტომობილების ნახევარი შეაკეთა

27

კომპანია Volkswagen-მა აშშ-ში ”დიზელის სკანდალის” შემდეგ წუნდებული ავტომობილების ნახევარი გამოისყიდა და შეაკეთა. საუბარია დაახლოებით 244 000 ავტომობილზე, რომლებიც ორ ლიტრიანი ძრავებით არის აღჭურვილი.

Automotive News წერს, რომ სასერვისო კამპანია ნახევარი წლის წინ დაიწყო. მარკის კლიენტებს შესთავაზეს აერჩიათ უფასო რემონტი, ან ავტომობილის ღირებულების უკან დაბრუნება – ამასთან, ორივე შემთხვევაში დაზარალებულები ფულად კომპესაციას მიიღებდნენ.

დიზელის სკანდალის აღმოფხვრაზე აშშ-ს მთავრობამ VW-ს ხელმძღვანელობასთან 2016 წლის გაზაფხულზე მოილაპარაკა. ქვეყანაში პრობლემური ავტომობილების საერთო რაოდენობა ნახევარ მილიონს აღწევს. Volkswagen-ი ვალდებულია გაარემონტოს, ან გამოისყიდოს ავტომობილების 85% 2019 წლამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონცერნს დამატებითი ჯარიმები ელის.

აშშ-ში პრობლემების მოგვარება Volkswagen-ს 25 მილიარდ დოლარამდე უჯდება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, მსოფლიოში დეფექტის მქონე დიზელის ავტომობილების რაოდენობა 11 მილინს აღწევს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები