I Want To Break Free – მარკ მარტელის ემოციური შესრულება და ამღერებული პუბლიკა (ვიდეო)

2510
mrtlmark

რამდენიმე დღის წინ კანადელმა მუსიკოსმა მარკ მარტელმა თელ-ავივში კონცერტი გამართა, რომელიც სრული ანშლაგით ჩატარდა. „ფორტუნა“ წერდა, რომ მუსიკოსის კონცერტზე დასასწრები ბილეთები გასაოცარი სისწრაფით გაიყიდა. მომღერალმა გადავსებულ დარბაზში ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის „ქუინის“ უკვდავი ჰიტები გააცოცხლა. ამჯერად კი მარკმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა ვიდეო, როგორ ასრულებს სცენაზე ფრედი მერკურის სიმღერას I Want To Break Free და როგორ ყვება მას პუბლიკა.

შეგახსენებთ, რომ წელს მარკ მარტელი წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოვების, „ოქროს ტალღის“ სპეციალური სტუმარია. ის 11 ივნისს, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „ქუინის” ლეგენდარულ ჰიტებს შეასრულებს.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები