LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატებული ქალბატონები საჭესთან

42

თბილისის ქუჩებში რომ ავტომობილთა სიჭარბეა, ამაზე ალბათ არავინ დაობს. გასული საუკუნის 90-იანებში მამაკაცები მიიჩნევდნენ, რომ ქალს ავტომობილი არ უნდა ემართა. ზოგიერთი მამაკაცი ალბათ ახლაც ფიქრობს, რომ საჭე ქალის საქმე არ არის, თუმცა ჩვენთან უკვე უამრავი გოგონა შეიმჩნევა საჭესთან. ქალები თანდათან სტერეოტიპებს ამსხვრევენ, თუმცა ზოგჯერ ცოტათი იჩაგრებიან კიდეც. მამაკაცები მუდმივად გაიძახიან: აი თქვენ და მანქანა შორს ხართო. თუმცა თუ გავიხსენებთ ჟანეტ გუტიერს, რომელიც მე-20 საუკუნის ქალი ლეგენდა გახლავთ, ყველა მამაკაცს შეშურდება მისი. ის პირველი ქალი მრბოლელი იყო, ვისაც ლიცენზია ჰქონდა. მან გაიმარჯვა Nascar-ზე და მოიპოვა Speedway-ს თასი ერთ-ერთი პრესტიჟულ რბოლაში. მართალია ასეთი წარმატებული ქალი მძღოლები არ გვყავს, მაგრამ ქართველ ქალ მძღოლებზე აუგს მაინც ვერ ვიტყვით.

”ავტორადიო” თავიანთ საქმეში წარმატებულ  ქალბატონებს გაესაუბრა, რომლებიც ასევე კარგად ფლობენ საჭეს.

ნინა წკრიალაშვილი:

38 წლის ვარ, 17 წლიდან ინტენსიურად ვზივარ საჭესთან. 13-14 წლის ვიყავი, მამაჩემის მეგობრებმა მართვა რომ მასწავლეს. სახალისო ისტორია მაქვს. ტარება იმიტომ მასწავლეს, რომ ნაბახუსევზე მათთვის ხაში მიმეტანა. იმ დროს ”ვაზ 2107” მყავდა, მაშინ ეს ძალიან პრესტიჟული მანქანა იყო, თან ქუთაისში სპეციალურად დისკები ვიყიდე. მაგარ ტიპობად მიიჩნეოდა. ახლა Mercedes ML მყავს, განსაკუთრებული არაფერი, ადრე უფრო კარგი ავტომობილებიც მყოლია. ძალიან მინდა Mercedes G კლასი ან თეთრი Bentley. მგონია, რომ ქალს მასიური მანქანები უხდება, ყოველ შემთხვევაში მე დიდ მანქანაში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.

მეცინება იმათზე, ვინც ფიქრობს, რომ საჭე ქალის საქმე არ არის. ბევრი მამაკაცი მეგობარი მყავს, რომელთაც ეშინიათ მანქანის მართვის და ბევრი ქალი მეგობარი, რომლებიც მართლა კარგად ატარებენ. ეს მაინც ინდივიდუალურია.

ყველაზე უცნაური ფაქტი 6-7 წლის შემემთხვა, როდესაც ძრავი დამეწვა. მაშინ გავიგე, რომ მანქანას თურმე ზეთი უნდა გამოვუცვალო. საბედნიეროდ ავარია არასდროს მომსვლია.

 

 

ხატია შამუგია:

14 წელია საჭესთან ვზივარ. თავდაპირველად 3th Series BMW-ს ვმართავდი, თუმცა ჩემი პირველი პერსონალური ავტომობილი ორკარიანი Toyota Rav4 იყო. ახლაც Toyota-ს ვერ ვღალატობ, ოღონდ ამჯერად უკვე ოთხკარიანი Rav4 მყავს. საერთოდ, დიდი მანქანები მომწონს, მაგრამ არც გადამეტებულად. იგივე ჩემი პროპორციების შესაბამისად ძალიან დიდ მანქანაში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ.

მიმაჩნია, რომ ქალი საჭესთან მეტად უსაფრთხოა, ვიდრე მამაკაცი, რადგან განსხვავებით ბევრი სხვა თემისგან, მამაკაცები საჭესთან საკუთარ თავში უფრო მეტად დარწმუნებულები არიან და ხშირად საშიშ მანევრებს აკეთებენ. უფრო მეტად რისკავენ, ვიდრე ქალბატონები. მიუხედავად ამისა, ქალს მეტად უჭირს გზის დათმობა, ვიდრე კაცს.

ცოტა ხნის წინ უკანა შუშის მინის საწმენდი დავკარგე თუ მომპარეს არ ვიცი, მე კიდევ მხოლოდ წვიმის დროს შევამჩნიე.

 

თიკა ჯამბურია:

ავტომანქანის მართვა მასწავლებელმა მასწავლა და რამდენიმე წელია უკვე ვმართავ ავტომობილს. ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ საჭე ქალის საქმე არ არის, ძალიან დაბალი დონის ადამიანები არიან. ქალები მეტად ყურადღებით მართავენ ავტომობილს.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ, ერთი უცნაური შემთხვევა მეც შემემთხვა. სალონიდან ძალიან ლამაზი გოგო გამოვიდა, მე საცობში ვიდექი. ამ გოგოს ვუყურებდი და წინა მანქანას მივარტყი, მძღოლი ბიჭი იყო. რომ გადმოვიდა, პირველი ეგ მკითხა, შენც იმ გოგოს უყურებდიო? რომ ვუპასუხე კი-მეთქი, კარგი მაშინ წადიო და გამიშვა.

 

 

ირინა ონაშვილი

– მანქანის მართვა ჩემთვის კონკრეტულად ერთ პიროვნებას არ უსწავლებია. როცა ამის საშუალება იყო, ხან მეგობრები მსვამდნენ საჭესთან, ხან ჩემი სიძე. პირველი ჩემი ავტომობილი ”მის საქართველოს” კონკურსში მაჩუქეს. დიდი ხნის განმავლობაში გასაღები თაროზე იდო, რადგან ინტენსიურად არასდროს მიტარებია, თუმცა შემდეგ გადავწყვიტე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და ერთ დღესაც მარტო გავედი ქალაქში. შეიძლება ვთქვა, რომ თვითნასწავლი მძღოლი ვარ.

მამაკაცები, რომლებიც ამბობენ, რომ საჭე ქალის საქმე არ არის, მათ  საპირისპიროს ვეტყოდი. ზოგიერთი მამაკაცი ისე დადის მართლა მაინტერესებს რატომ ატარებენ მანქანას. კარგი მძღოლები ვცდილობთ სტერეოტიპები დავამსხვრიოთ. რა თქმა უნდა, ბევრი ქალი არსებობს, რომელიც ცუდად ფლობს საჭეს და მართალი გითხრათ, უმეტესად ქალები მეჯახებიან ხოლმე. არ მომწონს, როდესაც ქუსლის სტიკერი აქვთ მანქანაზე მიკრული და ამით ხაზს უსვამენ, რომ საჭესთან ქალი ზის. სულაც არ არის ქალი სუსტი არსება. მქონია შემთხვევა, როდესაც საბურავი თავად გამოვცვალე, რადგან თბილისთან ახლოს არ ვიყავი და სანამ მეუღლე ჩამომაკითხავდა, გადავწყვიტე ჩემით მომეგვარებინა ეს პრობლემა. სხვათა შორის, ხშირად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა შეჯიბრებებში და უმეტესად წარმატებით გამოვდივარ.

 

ნინო როსტიაშვილი