LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Waymo-ს უპილოტო ავტომობილმა აშშ-ში ბავშვი დააზიანა

108
108253204-1768506877899-gettyimages-2256473943-bb2_5286_mct2m6ds

Waymo-ს ერთ-ერთმა უპილოტო ავტომობილმა კალიფორნიის შტატში ბავშვი დააზიანა. ინციდენტი 23 იანვარს მოხდა და არსებული ინფორმაციით, ბავშვს უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნება. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, წერს CNBC.

შემთხვევა სკოლიდან ორი კვარტალის დაშორებით მოხდა, იმ დროს, როდესაც ბავშვები სახლებში ბრუნდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი გზაზე მოულოდნელად გამოვარდა, გაჩერებული ჯიპის უკანა მხრიდან.

Waymo-ს უპილოტო ტაქსი აღჭურვილი იყო ავტონომიური მართვის მეხუთე თაობის სისტემით და ავტომობილში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ოპერატორი არ იმყოფებოდა. კომპანიის განცხადებით, სისტემამ ადამიანი დაუყოვნებლივ ამოიცნო, როგორც კი ის გაჩერებული მანქანის უკნიდან გამოჩნდა. ავტომობილის სიჩქარე დაახლოებით 27 კმ/სთ-დან 10 კმ/სთ-ზე ნაკლებამდე შემცირდა.

Waymo-ში ასევე აღნიშნეს, რომ ჩვეულებრივი მძღოლი, სავარაუდოდ, უფრო მაღალი სიჩქარით იმოძრავებდა და დაბრკოლებაზე უარესად მოახერხებდა რეაგირებას.

ბავშვთან შეჯახების შემდეგ უპილოტო ავტომობილი გზის ნაპირზე გაჩერდა და იქ დარჩა მანამდე, სანამ პოლიციამ შემთხვევის ადგილის დატოვების ნებართვა არ გასცა.

აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) საგამოძიებო განყოფილება გეგმავს შეაფასოს, გამოიჩინა თუ არა Waymo-ს უპილოტო ავტომობილმა სათანადო სიფრთხილე – მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ის დაწყებით სკოლასთან ახლოს მოძრაობდა იმ საათებში, როდესაც ბავშვები სახლში ბრუნდებიან და გზაზე იმყოფებოდნენ არასრულწლოვანი ქვეითები, ისევე როგორც სხვა მოწყვლადი მონაწილეები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები