Toyota-ს საქარხნო გუნდის პილოტმა სებასტიან ბეუმიმ, გამძლეობაზე რბოლაში, LMP1-ის სპორტპროტოტიპში დაიძინა, ის სერიის იაპონურ ეტაპზე სავარჯიშო გასვლის ნებართვას ელოდა. რგოლი, სადაც ასახულია, როგორ ხვრინავს სპორტსმენი შლემით, სერიის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
გუნდი პილოტთან დაკავშირებას რადიოთი ცდილობდა, თუმცა ის არანაირ რეაგირებას არ ახდენდა. ამის შემდეგ ავტომობილთან ბეუმის მეწყვილე, ენტონი დევიდსონი მივიდა და პარტნიორი ავტომობილზე დარტყმით გააღვიძა.