ვირჯინიის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა უახლესი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ ყურძნის ქერქი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და ის ტვინის უჯრედებზე ძალიან დადებითად მოქმედებს.
ექსპერიმენტში მონაწილე პენსიონერები წითელ ღვინოს ყოველდღიურად მიირთმევდნენ და ერთი წლის შემდეგ დადგინდა, რომ მათი ორგანიზმი ასაკობრივ ცვლილებებს უკეთ იტანდა. სწორედ ამიტომ, მედიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ მომავალში ყურძნის სასარგებლო თვისებები მედიკამენტის შესაქმენლად გამოიყენონ. რაც შეეხება წითელ ღვინოს, მისი მირთმევა სასურველია, თუმცა არა ზედმეტი დოზით.