წითურა არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი, დაბალი ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, სურდო, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, სისუსტე, გადიდებული ლიმფური კვანძები. ეს არის ძალიან გადამდები დაავადება. ორსულებმა წითურა შეიძლება გადასცენ ნაყოფს, რაც ზოგ შემთხვევაში იწვევს სმენისა და მხედველობის დაკარგვას, გულის დეფექტებს და სხვა სერიოზულ დაავადებებს. წითურას პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციის გზით. წითურას მთავარი სიმპტომია გამონაყარი, რომელიც ჩვეულებრივ იწყება სახეზე და ვრცელდება სხეულის დანარჩენ ნაწილში. მცირეწლოვან ბავშვებში გამონაყარი პირველი სიმპტომია. უფროს ბავშვებში და მოზრდილებში გამონაყარი შეიძლება გამოჩნდეს სხვა სიმპტომების გაჩენიდან რამდენიმე დღეში.
წითურას მქონე ადამიანების 50%-ს სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნებათ, მაგრამ მაინც შეუძლია სხვა ადამიანებზე გავრცელება. თანდაყოლილი წითურას სინდრომის სიმპტომები ვლინდება დაბადებისთანავე. თუ ორსულს დაგემართათ წითურა, ბავშვი შეიძლება დაიბადოს ამ ტიპის წითურას ერთი ან მეტი სიმპტომით. წითურა ხშირად გვხვდება ბავშვებში და მისი სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს მოზრდილებში გამოვლენილი ნიშნებისგან. წითურას ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ბავშვებში არის გამონაყარი. ის ჩნდება სახეზე და თანდათანობით ვრცელდება მთელ სხეულზე. გამონაყარი შეიძლება გაგრძელდეს 2-3 დღე.
წითურას ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 2-3 კვირას. უმეტეს შემთხვევაში, წითურა ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს. თუმცა, ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა: ბრონქიტი, პნევმონია, ოტიტი, ენცეფალიტი, თრომბოციტოპენია.
წითურას სამკურნალოდ ბავშვებში მნიშვნელოვანია დასვენება, ასევე ცხელების დამწევიდა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, სითხის მიღება. თუ ბავშვს აღენიშნება წითურასთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ეს განსაკუთრებით საჭიროა, თუ გართულებების რისკი მაღალია ან ბავშვის მდგომარეობა უარესდება. ასევე გახსოვდეთ, რომ წითურას თავიდან აცილების საუკეთესო გზა ვაქცინაციაა.
წითურა ვრცელდება, როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს ან აცემინებს. ამ დროს ჰაერში ვრცელდება მიკრობებით სავსე პაწაწინა წვეთები. იმ შემთხვევაში, თუ ორსულობას გეგმავთ და ჯერ არ ჩაგიტარებიათ წითელა-წითურა-ყბაყურას აცრა, ასევე არასოდეს გადაგიტანიათ ეს დაავადებები, აუცილებელია მიმართოთ შესაბამის პოლიკლინიკას და ჩაიტაროთ ვაქცინაცია. წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინას, ფაქტობრივად, გართულებები არ ახასიათებს.