„წლევანდელ სეზონზე, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სამოსი ჟილეტი იქნება“ – ამბობენ მოდის ექსპერტები. კლასიკური, სპორტული, ნახევრად სპორტული ან თუნდაც კუბოკრული ჟილეტები, მოდური მამაკაცების ტრენდია. ის ხაზს უსვამს მამაკაცის განსაკუთრებულ გემოვნებას, ხდის უფრო სიმპატიურს და რაც ყველაზე მთავარია, ჟილეტი ყველა სტილის ჩაცმულობას უხდება.
ჟილეტებს უძველესი დროიდან აქტიურად იყენებდნენ მამაკაცები, თუმცა მისი გამოყენების წესი დროთა განმავლობაში იცვლებოდა. 20-ან წლებში ჟილეტს სმოკინგის ქვეშ იცმევდნენ, რაც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე ჩაცმულობაშიც, 50-ან წლებში კი ნაქსოვი ჟილეტები გახდა პოპულარული. რაც შეეხება თანამედროვე მოდის ტენდენციებს, აქ უკვე ყველა სახის ჟილეტს შევხვდებით.

„გაითვალისწინეთ სამი რამ:
პირველი : ის აუცილებლად კარგად უნდა მოერგოს თქვენს ტანს.
მეორე: ეცადეთ ის იყოს გადაწყვეტილი მუქ ფერებში.
მესამე: აუცილებლად ჩაიცვით ჟილეტი პიჯაკის ან ქურთუკის ქვეშ, პირდაპირ მაისურზე, როლინგზე თუ ჯემპრზე.“ – გვირჩევენ მოდის ექსპერტები.
ჟილეტის პოპულარობა განაპირობა იმან, რომ ის ძალიან მარტივად ერგება ნებისმიერი სტილის ჩაცმულობას, რაშიც თავად დარწმუნდებით ფოტოების ხილვისას.






