LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის მორაგბე მამუკა გორგოძეა: ვინ მოიგო სხვა ნომინაციები

53

დიდუბის საგამოფენო ცენტრში საქართველოს რაგბის კავშირი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ტრადიციულად, ეს პროცედურა ახალი წლის დადგომის წინ ტარდება ხოლმე, მაგრამ სარაგბო სამყაროში საარჩევნო ციებ-ცხელების გამო მისი გადადება გახდა საჭირო.

ნომინაციებში გამარჯვებულები:

2015 წლის საუკეთესო ქართველი მორაგბე – მამუკა გორგოძე (ტულონი);

საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლის საუკეთესო მორაგბე – ლაშა ხმალაძე (ლელო);

საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლის საუკეთესო მელელოვე – ირაკლი გეგენავა (ყოჩები);

საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლის საუკეთესო მექულე – თემურ სოხაძე (ყოჩები);

2014-15 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი – ლევან მაისაშვილი (ლელო);

2015 წლის საუკეთესო ქალი მორაგბე – ანა პოღოსიანი;

სპეციალური ნომინაცია, საქართველოში რაგბის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის – ლევან ჯობავა (პროექტი: “რაგბი აქაურობას”).

 

ჟურნალისტებისა და მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად დასახელდა 2014-15 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები.

15. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), 14. ირაკლი გეგენავა (ყოჩები), 13. გიორგი ფრუიძე (აია), 12. თორნიკე ცერცვაძე (ლელო), 11. ალექსანდრე თოდუა (ლელო), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი). 1. ბაჩანა გოგიშვილი (ყოჩები), 2. გიორგი ლომთაძე (ყოჩები), 3. დავით გურგენიძე (არმია), 4. მიხეილ არჩუაშვილი (ყოჩები), 5. ალექსანდრე ქოიავა (ლელო), 6. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 7. დავით ლოსაბერიძე (აია), 8. ნიკოლოზ ჩხიკვაძე (ყოჩები)
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ბორჯღალოსნები, ვეტერანი მორაგბეები, სპონსორები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები