LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის საუკეთესოთა სამეულები ცნობილია: მესი და რონალდო ჯერ ისევ არიან

88
131010196-1047642725741572-4412494552193018572-n

ფიფამ დაასახელა იმ ფეხბურთელების სამეული, რომელთაგან ერთ-ერთი პრემია The Best-ის მფლობელი გახდება. ეს ჯილდო 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელს ერგება.

სამეულში მოხვდნენ რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“/პოლონეთი), კრიშტიანო რონალდო („იუვენტუსი“/პორტუგალია) და ლიონელ მესი („ბარსელონა“/არგენტინა).

უნდა ითქვას, რომ გამოკვეთილი ფავორიტი არავინაა, თუმცა რონალდო და მესი უკვე აღარ არიან სხვებზე მთელი თავით მაღლა და ამიტომ გასულ სეზონში ყველაფრის მომგები ლევანდოვსკის შანსები უკეთ მოჩანს.

საუკეთესო ქალი ფეხბურთელის პრიზზე პრეტენზიას აცხადებენ: ლუსი ბრონზი („სიტი“/ინგლისი), პერნილა ჰარდერი („ჩელსი“/დანია) და ვენდი რენარი („ლიონი“/საფრანგეთი).

ასევე გამოქვეყნდა წლის საუკეთესო მწვრთნელთა სამეული. ფინალისტები გახდნენ: მარსელო ბიელსა („ლიდსი“/არგენტინა), ჰანს დიტერ ფლიკი („ბაიერნი“/გერმანია) და იურჰენ კლოპი („ლივერპული“/გერმანია).

ფიფამ წლის საუკეთესო მეკარის სამეულიც გამოავლინა. პრეტენდენტები არიან: მანუელ ნოიერი („ბაიერნი“/გერმანია), ალისონი („ლივერპული“/ბრაზილია) და იან ობლაკი („ატლეტიკო“/სლოვენია).

ცნობილია ფერენც პუშკაშის პრემიის პრეტენდენტებიც. მოგეხსენებათ, ეს პრიზი წლის საუკეთესო გოლის ავტორს გადაეცემა.
სამეულში არიან:
ლუის სუარესი („ბარსელონა“-„მალიორკა“ 5:2);
სონ ხინ მინი („ტოტემჰემი“-ბარნლი“ 5:0);
ჯორჯიან დე არასკაეტა („ფლამენგო“-სეარა“ 3:0).

დაჯილდოების ცერემონია 17 დეკემბერს გაიმართება. პანდემიასთან დაკავშირებით ღონისძიება ონლაინ, ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები