წლის სიმღერის გამარჯვებული სტეფანე გახდა

51

წლის სიმღერის კონკურსში სტეფანემ გაიმარჯვა სიმღერით „დამიბრუნდი“. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ 20 წლის საიუბილეო ღონისძიება და ქართული სიმღერის კონკურსში ”ოქროს ტალღა 2017” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია მთაწმინდის პარკში გაიმართა.

„ოქროს ტალღა“ წელს მეოთხედ გაიმართა და ყველაზე მასშტაბური სახე მიიღო. საიუბილეო საღამოზე რადიოჰოლდინგის სპეციალური სტუმარი ფრანგი შემსრულე ლი და ინსტრუმენტალისტი, პოპულარული ჯგუფის Modjo–ს ყოფილი სოლისტი იან დესტალი იყო.

კონკურსში მონაწილეობას 125 სიმღერა იღებდა, რომელთაგან რჩეულები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა, ხალხის რჩეული „ოქროს ტალღის“ საიტზე მიცემული ხმების დაჯამებით გამოვლინდა, ჰოლდინგის ოთხივე რადიოსადგურმა და ტელეკომპანია „მიუზიკბოქსმა“ კი საკუთარი რჩეულები დაასახელა. ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები