LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WRC-ის პილოტი ტრასიდან გადავიდა, პარკინგზე დაიკარგა და რბოლა მოიგო (ვიდეო)

47

Citroen-ის ქარხნის გუნდის პილოტმა, კრის მიკმა მექსიკის რალი მას შემდეგ მოიგო, რაც ტრასიდან გავარდა, ერთ-ერთი მაყურებლის ავტომობილს დაეჯახა, პარკინგზე დაიკარგა და და ტრასაზე დაბრუნებას ცდილობდა. ჩანაწერი WRC-ის მსოფლიოს ჩემპიონატის რალის YouTube-ს არხზე დაიდო.

”დიდი შეცდომა დავუშვი, დავამუხრუჭე და მარჯვენა მოსახვევში ძალიან ფართოდ შევედი. შემდეგ მინდორზე აღმოვჩნდი და გზის გაკვალვას პიკაპებს შორის ვცდილობდი, გზა შევიწროვდა და მივხდი რომ ჩიხში ვიყავი, მოვტრიალდი და ვერ ვხვდებოდი როგორ გამოვსულიყავი” – განაცხადა მიკმა.

ტრასიდან გავარდნისას მიკი დაპარკინგებულ ფოლკსვაგენს დაეჯხა, რომლის ფოტოც მაშინვე ტვიტერში გაჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები