LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალბადის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების სერიული წარმოება დაიწყო

31

იაპონურმა ”ტოიოტამ” წყალბადის ძრავაზე მომუშავე პირველი ავტომობილების სერიული გამოშვება დაიწყო.  ახალი სედანი ”Mirai”  მხოლოდ წყალბადზე მუშაობს, შესაბამისად მავნე გამონაბოლქვს არ გამოყოფს.  ავტომობილის გაყიდვა საავტომობილო კომპანიამ ქვეყნის შიგნით უკვე დაიწყო, 2016 წლიდან კი წყალბადზე მომუშავე სედანი აშშ-შიც გამოჩნდება.

სედანი Mirai-ის  ფასი 60 ათასს დოლარს შეადგენს. ამასთან, იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ის ვინც შეიძენს წყალბადზე მომუშავე სედანს, სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით 17 ათას დოლარს მიიღებს.

”ტოიოტას” არც ”ჰონდა” ჩამორჩა და  წყალბადზე მომუშავე ავტომობილების ბაზარზე გამოტანას ისიც გეგმავს. კომპანია 2016 წლიდან FCV მოდელებს გაყიდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები