LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნარ ოკეანეში 3000 ავტომობილით დატვირთულ გემს ცეცხლი გაუჩნდა

108
წყნარ ოკეანეში 3000 ავტომობილით დატვირთულ გემს ცეცხლი გაუჩნდა

წყნარ ოკეანეში ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილების სატრანსპორტო გემს, რომელსაც დაახლოებით სამი ათასი ახალი მანქანა გადაჰქონდა, მათ შორის ელექტრომობილები.

გემი Morning Midas 26 მაისს გავიდა ჩინეთიდან და მექსიკისკენ მიემართებოდა. მერვე დღეს, 2 ივნისს, ცეცხლი  ერთ-ერთ გემბანზე გაჩნდა.

საბედნიეროდ, ეკიპაჟის ყველა წევრმა უსაფრთხოდ გამოსვლა შეძლო. გემი კი ღია ზღვაში დატოვეს, რადგან ცეცხლის ლოკალიზება შეუძლებელი იყო.

სივრცეში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, ძირითადად ელექტრომობილები იყო განთავსებული.

გემის მფლობელმა, ბრიტანულმა კომპანიამ Zodiac Maritime-მა დაადასტურა, რომ ცეცხლი სწორედ ამ ზონიდან დაიწყო. 22-კაციანმა ეკიპაჟმა ცეცხლის ჩაქრობა ბორტზე არსებული სისტემებით სცადა, თუმცა სიტუაციის კონტროლი ძალიან რთული იყო.

საბოლოოდ ეკიპაჟმა დახმარება ითხოვა აშშ-ის სანაპირო დაცვისგან და გემი სამაშველო ნავებით დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები