LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

79

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს მინისტრი ზურაბ ალავიძე და თბილისის მერი კახა კალაძე  გაეცნენ.
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.

წყნეთი-ბეთანიის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად შეძლებს  მგზავრობას.

გზის პროექტირება-რეაბილიტაციის ღირებულება 25 მილიონი ლარია და მას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს. სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები