თბილისის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, წყნეთი-კიკეთის გზაზე 81 ნომერი ავტობუსი ივლის.
„ბეთანიის გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საჭირო გახდა დამატებითი M3 კატეგორიის ავტობუსის დანიშვნა. როგორც კიკეთის, ასევე წყნეთის მცხოვრებლებს და დამსვენებლებს საშუალება ექნებათ, რომ ამ ავტობუსით იმგზავრონ,“ – ამბობს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი.