აშშ-ში 100 წლის წყვილმა ქორწინების 82 წლის იუბილე იზეიმა და გაამხილა თუ როგორ ახერხებენ ისინი ამდენი წლის განმავლობაში ერთად ყოფნას. მყარი და ბედნიერი ოჯახის საიდუმლო მათ გამოცემა People-ს გაანდვეს.
ბეტი და ელტონ დენერებმა ქორწინების მორიგი იუბილე იზეიმეს. წყვილის ინტერვიუს მათი ქალიშვილი კრისტი ესწრებოდა და მშობლებს კითხვებზე პასუხების გაცემაში ეხმარებოდა. მისი თქმით, ბეტის და ელტონის ქორწინების მთავარი საიდუმლო – მოთმინების უნარია. მათი თქმით, მნიშვნელოვანია რომ პარტნიორებს საერთო ინტერესები ჰქონდეთ და კამათში ერთმანეთის დაჩაგვრასაც არ უნდა ცდილობდნენ.
ხანგრძლივი თანაცხოვრების კიდევ ერთი საიდუმლო უფლის რწმენაა. წყვილს სჯერა, რომ უფალი მათ ურთიერთობას უჭერს მხარს და ყოველ დღე დიდ ძალას აძლევს.
ბეტი და ელტონი კალიფორნიის შტატში დაიბადნენ და გაიზარდნენ. მათი რომანი საშუალო სკოლაში დაიწყო. 1942 წელს წყვილი დაქორწინდა და ერთი წლის შემდეგ კაცი ომში წავიდა. ბეტი მას დაელოდა და მალევე, ცოლ-ქმარს 3 შვილი შეეძინა. ამჟამად დენერები ორეგონის შტატში ცხოვრობენ. მათ უკვე შვილთაშვილის შვილები ჰყავთ და ქორწინების იუბილე ყველამ ერთად აღნიშნა.


