შოტლანდიის ქალაქ ჯედბურგში, კაცი და ქალი ტყეში დასახლდნენ და ის თავიანთი აფრიკული სამეფოს ტერიტორიად გამოაცხადეს. ამის შესახებ The Sun იტყობინება.
განელი 36 წლის კოფი ოფე შოტლანდიაში ზიმბაბვეელი ჯინ გოშოსთან ერთად ჩავიდა. წყვილმა თავი დაკარგული აფრიკული ტომის მმართველებად მოიხსენია, ხეებს შორის ბანაკი გაშალა და განაცხადა, რომ იქ კუბალას სამეფო დააარსეს.
ოფე ყველას მეფე ატეჰეჰედ წარუდგენს თავს, გაჩო კი – დედოფალ ნანდიდ. „სამეფო წყვილს“ ასევე ჰყავს მსახური ასნატი. მისი ნამდვილი სახელია კაურა ტეილორი. ის ამერიკული ტეხასის შტატიდანაა. ცნობილია, რომ ქალის ოჯახმა პოლიციას მისი სახლიდან გაუჩინარების შესახებ აცნობა. საპასუხოდ, ტეილორმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც თქვა, რომ ნებაყოფლობით წავიდა და სთხოვა, არ ეცადათ მისი დაბრუნება.

ქალაქის საბჭომ ჯგუფს სახლებში გადასვლა შესთავაზა, მაგრამ მათ უარი თქვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ოფე მეფე დავითის შთამომავალია. მათი თქმით, აღთქმული მიწა შოტლანდიაში მდებარეობს.
თვითგამოცხადებული მეფე მიმდევრებს ეძებს და მოუწოდებს მათ, მის ბანაკთან ახლოს დასახლდნენ. „ძველი სამყარო წავიდა. ახლა ყველაფერი კუბალას ველურ ბუნებაში მაკარონის ჭამაზეა დამოკიდებული“, – თქვა მან. ადგილობრივებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისინი ტრიოს მიმართ სიფრთხილით არიან განწყობილნი. „ისინი სასიამოვნოდ გამოიყურებიან, მაგრამ საგანგაშოები არიან. ჩვენ მათი კულტურის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით“, – განმარტეს მათ.