LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილთა რბოლა: Audi VS Porsche

90

 

29 ოქტომბერს, რუსთავის ავტოდრომზე გაიმართება წყვილთა რბოლა საქართველოს „აუდის“ მოყვარულთა კლუბსა და საქართველოს „პორშეს“ კლუბს შორის.

შეჯიბრი ემსახურება ავტო სპორტის განვითარებას, მონაწილეების ტარების უნარ ჩვევების ამაღლებას და გამოცდილების შეძენას. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ყავს „აუდი“ ან „პორშე“. მაყურებლების დასწრება უფასოა.

მსგავსი ტიპის შეჯიბრი ორ ავტო კლუბს შორის და მსგავსი მასშტაბით ჯერ არ ჩატარებულა.

სარბოლო გზა დაიხაზება ისე, რომ მორგებული იყოს პატარა სიმძლავრის მქონე ავტომობილებზეც და არ მოხდეს დაჩაგვრა მაღალი ძრავის მქონე მოდელებისგან.

შეჯიბრისთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური მსაჯთა ჯგუფი, რომლებიც გააკონტროლებენ შეჯიბრის მიმდინარეობასა და წესებს.

დაჯილდოვება მოხდება იმავე დღეს, შეჯიბრის დასრულების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები